ჯეიჰუნ მუჰამედალი - ყოველდღიურად მოსახლეობასთან შეხვედრისას ვრწმუნდებით, რომ მოსახლეობა დაიღალა „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით

ყოველდღიურად მოსახლეობასთან შეხვედრისას ვრწმუნდებით, რომ მოსახლეობა დაიღალა “ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით და სურს ცვლილებები, რომელიც დადგება 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯეიჰუნ მუჰამედალიმ განაცხადა.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლიდერები თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობენ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ კარდაკარის ფარგლებში, ვხვდებით მოსახლეობას და ერთი რამ ძალიან ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობა დაიღალა “ქართული ოცნების” რეჟიმით, ამ რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით, კრიმინალით, ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინებით, დასაქმების კუთხით არსებული პრობლემებით და მოსახლეობა ითხოვს შველას, ეს ყველაფერი კი მოხდება მაშინ, თუ 26 ოქტომბერს მოსახლეობა მივა არჩევნებზე და გააკეთებს სწორ არჩევანს.

„ქართული ოცნება“ და მისი რუსული რეჟიმი აუცილებლად უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს და სხვანაირად შეუძლებელია. აუცილებლად გავისტუმრებთ და ქვეყანა თავის ევროპულ მომავალს დაუბრუნდება.”, - განაცხადა მუჰამედალიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის