„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პირველი კორპუსის და პოლიტკოვსკაიას N47-ის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ამავე ცნობებით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, შეაჯამა ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.

„გავეცანი მათ, როგორც ვაკის რაიონის დელეგატი, გამოვუცხადე სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ გამოწვევებში, რომელზეც მოგვიწევს მუშაობა. მოსახლეობამაც თანადგომა გამოხატა ჩვენი გუნდის მიმართ, რაც ძალიან სასიამოვნოა და დიდ სტიმულს მაძლევს. ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე, მოვუწოდეთ, რომ ყველამ მიიღოს მასში მონაწილეობა, თითოეული ხმა ძვირფასია, 26 ოქტომბერს ერთად უნდა გავიმარჯვოთ!“ , - განაცხადა ზუკა რურუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება