„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის  მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, პეკინის N22-24-ის მცხოვრებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა.

„მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გავაცანით. ჩვენი გუნდისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა - ძირითადი ეროვნული ამოცანებია.

2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 26,7% იყო, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი - 13,7%. მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, კი უმუშევრობის მაჩვენებელი 4-%-მდე დაიწევს“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

შეხვედრას, პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი, საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება