„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზორვეთის, ტყლაპივაკის, სასახლისა და საზანოს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ამავე ცნობებით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

„მოსახლეობას აქვს დადებითი შეფასება განხორციელებულ პროექტებზე და ასევე, აქვთ ჯანსაღი კრიტიკა, რაც ჩემი გუნდისათვის მისასალმებელია. სწორედ ეს არის დემოკრატია, რომ ყველა მოქალაქემ თავისუფლად გამოხატოს მისი აზრი, ჩვენ კი მზად ვართ მოვისმინოთ, გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ადამიანის მოსაზრება, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება