„ქართული ოცნების“  დელეგატი ანზორ ბოლქვაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ხულოს მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, ხულოში, დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კორტოხში, გელაძეებსა და პაქაძეებში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსაუხრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დელეგატი გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, შეაჯამა ხულოს სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბარს.

„მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა დელეგატმა თუ რა ფასი აქვს მშვიდობას მოსახლეობისა და ქვეყნისათვის” , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება