გიორგი ვაშაძე - წარმოგიდგენთ “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პროექტს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს - პროდუქტს, რომელიც  უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს

15 წლის წინ შევქმენით იუსტიციის სახლების პროექტი, რომელმაც მოქალაქეების და სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულება სრულად შეცვალა, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პროექტის, “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პრეზენტაციისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ახალი პროექტი უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს, რომელიც შემოსავალს გაზრდის არა მარტო ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ საქართველოს თითოეულ ოჯახშიც.

“დღეს წარმოგიდგენთ “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პროექტს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

პროდუქტს, რომელიც უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს. გაუმარტივებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეებს.

გაზრდის შემოსავლებს თითოეული ოჯახისთვის და ამავდროულად, გაზრდის შემოსავალს საქართველოს ბიუჯეტში. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.

15 წლის წინ შევქმენით იუსტიციის სახლების პროექტი, რომელმაც მოქალაქეების და სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულება სრულად შეცვალა. გაამარტივა ყოველდღიური სერვისები და ბიუროკრატია, ხელმისაწვდომი გახადა ეს ყველაფერი.

იმ დროს იუსტიციის სახლი მთელ მსოფლიოში ინოვაცია იყო და დღემდე ითვლება ფიზიკური სერვისების მიწოდებაში ნომერ პირველად მსოფლიოში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს