დავით გამყრელიძე - კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ. ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ. ქლაუდზე  -  შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ  ქართველი ხალხის არჩევანს

სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ. ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე, შეჯამდება და ჩვენ ყველანი უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

"მე, პირადად მაქვს სისტემატური კონტაქტი და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ოპოზიციური ძალის ლიდერთან, მათი შტაბის ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი კოორდინირებული ქმედებით, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განსხვავებული ხედვები სხვადასხვა საკითხებზე, ჩვენ ყველანი ვართ ერთნი ერთ მთავარ საკითხში რასაც ჰქვია რეჟიმის ცვლილება. ჩვენ ყველანი ვართ ერთნი, რასაც ჰქვია დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, დასავლურ ცივილიზაციაში უკან მიბრუნება და რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენ ვართ ერთიანი კოალიციური ჯგუფების შემადგენლობის და მიუხედავად ქარტიაში ჩამოთვლილი საკითხების გარშემო, რომლებიც ყველა, თითოეული მათგანი არის აუცილებელი იმისთვის, რომ დავიწყოთ ისევ აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირთან.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და 26-ში ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, რომ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით განვახორციელოთ ყველა საარჩევნო უბნის შედეგების პარალელური დათვლა. არჩევნების დამთავრებიდან დაახლოებით 1 საათში დავდოთ ობიექტური სურათი იმისა, თუ რა არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა.

სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ. ჩეკი, სადაც ელექტრონული წესით ჩატარდება არჩევნები, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ. ქლაუდზე მყოფ მეხსიერებაში, შეჯამდება და ჩვენ ყველანი უმოკლეს ვადაში გავიგებთ ვნახავთ ქართველი ხალხის არჩევანს", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება