ჯორჯია მელონი - იტალია უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს

უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენცია 2025 წელს იტალიაში გაიმართება, -ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიება 10-11 ივლისს არის დაგეგმილი.

„უკრაინა მარტო არ არის და ჩვენ მხარს დავუჭერთ მას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

მისი თქმით, იტალიის მხარდაჭერამ კიევს უნდა მისცეს „საუკეთესო შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებები მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის, რომელიც არ შეიძლება იყოს კაპიტულაცია“.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის აღდგენის საკითხის შესახებ მსგავსი კონფერენციები ჩატარდა ლონდონში, 2023 წლის 21-22 ივნისს და ბერლინში, 2024 წლის 11-12 ივნისს. 2024 წლის 15-16 ივნისს კი შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში უკრაინის შესახებ სამშვიდობო კონფერენცია გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება