ჯოზეფ ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-გერმანიის ურთიერთობების მუდმივ ძლიერებას და განზრახვას, რომ გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე.

ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბაიდენი შოლცს ესაუბრა ქარიშხალ „მილტონის“ მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

„მის გადაწყვეტილებას ამ გარემოებების გათვალისწინებით ვიზიტის გადადების შესახებ, ფედერალური კანცლერი სრული გაგებით შეხვდა“, - აცხადებენ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება