გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კერძოდ, 11 ოქტომბერს, 10:00-იდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში სეთურნი, ქუმლისციხე, ზაქათკარი, არახვეთი, ქვეშეთი და მიმდებარე სოფლებში;

„ამასთან, 11:50-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს: მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, სოფელი გლდანი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: უნდილაანთკარი, ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში კანდელაკის, რაზმაძის, ვართაგავას და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეული რეჟიმით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება