ვოლოდიმირ ზელენსკიმ  იტალიის პრემიერ-მინისტრს „უკრაინის გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა, - ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამ” არხზე წერს.

„ძალიან ნაყოფიერად განვიხილეთ გეგმის ყველა ასპექტი. მთავარია, გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები და ჩვენი ურთიერთობები მის უახლოეს პარტნიორებთან ისე, რომ შევქმნათ აუცილებელი პირობები, აუცილებელი სამართლიანი ატმოსფერო სამართლიანი დიპლომატიისთვის”, - აცხადებს ზელენსკი.

მან იტალიის პრემიერს უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გაწეული დახმარებისთვის - უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც სიცოცხლის გადამრჩენია ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ჯორჯია მელონისთან შეხვედრაზე უსაფრთხოების ახალი პაკეტის მომზადების საკითხიც განიხილა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩასვლამდე ლონდონსა და პარიზს სტუმრობდა. უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა, პარიზში კი მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ზელენსკის დღეს ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი ის ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს