ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ქაშიბაძე - ბათუმში იმყოფება ირაკლი კობახიძე - უნდოდათ, მათი გაკეთებული რაღაც ეჩვენებინათ და ვერაფერი აღმოაჩინეს

ბათუმში იმყოფება ირაკლი კობახიძე. უნდოდათ, მათი გაკეთებული რაღაც ეჩვენებინათ და ვერაფერი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს ბათუმის მე-16 სკოლაში ლენტს გაჭრიან, თუმცა ბავშვები ისევ ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. ნიკა ქაშიბაძის მტკიცებით, ხელისუფლება მსგავსი ფაქტებით ხალხის მოსყიდვას ცდილობს.

„როგორც იცით, ბათუმში იმყოფება ირაკლი კობახიძე. უნდოდათ რაღაც ეჩვენებინათ მათი გაკეთებული ბათუმში და ვერაფერი აღმოაჩინეს. მოიფიქრეს, რომ დღეს გახსნიან დაუსრულებელ მე-16 სკოლას, რეალურად ლენტს გაჭრიან და სკოლის მოსწავლეები ისევ ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. ასეთი მოჩვენებითია მათი სახე და ჰგონიათ, რომ მსგავსი სპექტაკლებით მოატყუებენ და მოისყიდიან ადამიანებს.

მინდა ვუთხრა კობახიძეს, გადახედეთ ბათუმს, როგორ გაანადგურეთ მისი მომავალი, ამ 12 წლის განმავლობაში, როგორ გააღარიბეთ ხალხი და რა სპექტაკლებიც არ უნდა დადგათ, თქვენ, ამ მძიმე შედეგებზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს 26 ოქტომბერს“, - აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს