პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  დელეგატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის  მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და „ქართული ოცნების“ გუნდის გამარჯვების აუცილებლობაზე.

„ჩვენი მიზანია ჩვენი სათქმელი გლდანის რაიონის თითოეულ მცხოვრებთან მივიტანოთ და ამ პროცესში გავიგოთ მათი საჭიროებები, ასევე, მათთან ერთად განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება