„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება

13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ვაკის პარკის „ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის - „დედა და ილია“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი გვიყვება ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელ ცხოვრებისეულ გზას, რომელიც იწყება აფხაზეთის ომით და ილიას ისტორიული ტრიუმფით სრულდება. მკითხველს ელოდება ემოციური მოგზაურობა სოხუმიდან ჭუბერამდე, რუსთავიდან ჰალემდე და ბოლოს ალიკანტედან კალიფორნიამდე – გზა, სავსე ბრძოლით, მოთმენითა და დაუღალავი სიყვარულით.

„დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი გახლავთ „ბიბლუსი“. UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ამბავი არის ომზე, სისხლზე, დევნილობაზე, სიყვარულზე, ემიგრაციაზე, მოთმენაზე, ბრძოლასა და გამარჯვებაზე, რომელიც ილიას ტრიუმფით გვირგვინდება.

ილიას ჩემპიონობა ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია სულ იბრძოლო, არ დაეცე, თუ დაეციწამოდგე და შეუძლებელია არ გაიმარჯვო. მე ამ ჩემპიონობის მონაწილე ვარ. მე და ილიამ ეს გზა ერთად გავიარეთ და იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა, თუნდაც, ამ გამარჯვებისთვის”, – ინგა ბენდელიანი თოფურია.

დედა და ილია არის არა მხოლოდ სპორტსმენის ისტორია, არამედ ქალის, რომელიც ებრძოდა ყველა სირთულეს, რათა თავისი შვილი მომავალში წარმატების გზაზე დაეყენებინა.

წიგნი ექსკლუზიურად ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გაიყიდება და მისი შეძენა შეეძლება ყველას, ვისაც სურს გაეცნოს ამ შთამბეჭდავ ისტორიას.

დასწრება თავისუფალია!

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება