ანა ნაცვლიშვილი - თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის გარეშე, საარჩევნო პერიოდი თავისუფლად ვერ ჩაითვლება - საარჩევნო რეკლამის არგაშვება უკანონო და არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურაა

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მედიასაშუალებებს - „იმედსა“ და რუსთავი 2“-ს მათი საარჩევნო ვიდეორგოლის გაშვებაზე უარის თქმის გამო უჩივის.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო რეკლამის არგაშვება „უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურაა“.

მისივე თქმით, თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის გარეშე, საარჩევნო პერიოდი თავისუფლად არ ჩაითვლება.

„ხელისუფლების პანიკა, რომ ის მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებში, როგორც ჩანს, გადაედოთ მათ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს. სამწუხაროდ, ტელეკომპანიები - „იმედი“ და „რუსთავი 2“, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც კი აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ „ძლიერი საქართველოს“ ხმა დაბლოკონ და ხელი შეგვიშალონ, საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების შესახებ სიმართლე ვესაუბროთ; სიმართლე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. ჩვენ ძალიან დიდი ხანია თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ „იმედი“ წლებია აღარ გვიშვებს პირდაპირ ეთერში და ბლოკავს შესაძლებლობას, ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს იმაზე, რაც მათ აინტერესებთ, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურა. მათ ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისათვის, რომ დაებლოკათ ჩვენი საარჩევნო რეკლამა. ეს არის კანონის წინააღმდეგ წასვლა.

დღეს, ჩვენ ორ საჩივარს შევიტანთ ტელეკომპანია „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევა, რასაც ეს მედიასაშუალებები აკეთებენ. განსაკუთრებით ეს მძიმეა დემოკრატიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ საარჩევნო გარემო და არჩევნები ვერ და არ შეფასდება თავისუფლად და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად, თუ ის არ იქნება უზრუნველყოფილი თავისუფალი მედიაგარემოთი. რასაც ახლა ისინი და ეს ორი მედიასაშუალება აკეთებს, ეს არის მედიის თავისუფალი გარემოს არაკონსტიტუციური შეზღუდვა. დიდი ხანია ვხედავთ, რომ დაკავებული ხართ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან ბინძური რუსული მეთოდების პროპაგანდით, მაგრამ რასაც ახლა მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებთ, ეს აღარაფერში აღარ ჯდება.

ეს არის იმ ავტორიტარული მოქმედებების გაგრძელება, რაც „ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც ისინი არ ერიდებიან კანონის დარღვევას, ძალადობას, დაშინების კამპანიას, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია