სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ - ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს ზეგავლენის მოხდენის მცდელობა

რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს.

როგორც სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, ეხმიანებიან რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის უკანონო მცდელობების შესახებ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის გზით დანერგოს შიში ამომრჩევლებში და ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ ნების თავისუფლად გამოვლენაზე.

„რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულით ან/და საჯარო სტრუქტურით. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამომრჩევლებში შიშის დანერგვის მცდელობას, რომ არჩევნების დღეს მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, არჩევნების დღეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას.

კონსტიტუციით გარანტირებულია პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით. კონსტიტუციით, ამომრჩევლის ხმის ფარულობა გარანტირებულია.

სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.

კოალიცია „ ჩემი ხმა ევროკავშირს “ მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ჩვენ ვაგრძელებთ წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებას“, - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება