კახა კალაძე კომპანია „მეტროდან“ წასულ თანამშრომლებზე - ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ არავის გაუკეთებია - ალბათ, კარგი ხელფასები "ჩაიჯიბეს"

ალბათ, კარგი ხელფასები "ჩაიჯიბეს" - ვისაც უნდა, დარჩება კომპანია „მეტროში“ და ვისაც უნდა - წავა, გზა მარჯვნივ მიდის და მარცხნივაც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „მეტროდან“ წასულ თანამშრომლებზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მან აღნიშნულით უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ კომპანია „მეტროს“ თანამშრომლები იმ მიზეზის გამო ტოვებენ, რომ კომპანიამ მმართველ გუნდს საარჩევნო კლიპი დაუმზადა.

„ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ არავის გაუკეთებია. ალბათ, კარგი ხელფასები "ჩაიჯიბეს". ეს იყო დაკვეთა, ძალიან კარგი კლიპი გამოვიდა, (კომპანიის დატოვება) მათი უფლებაა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლიპებს გააკეთებენ. უამრავი ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა აღნიშნულ კომპანიაში. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ვისაც უნდა დარჩება, ვისაც უნდა წავა, გზა მარჯვნივ მიდის და მარცხნივაც. აირჩიონ სადაც უნდა“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება