ამერიკელი რეპერის, P. Diddy-ს სასამართლო პროცესი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე მაისში ჩაინიშნა

ცნობილი ამერიკელი რეპერის, შონ კომბსის, იგივე პი დიდის (P. Diddy) სექს-ტრეფიკინგის ბრალდებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო განხილვა 5 მაისს იწყება.

აშშ-ს პროკურორის თანაშემწის, ემილი ჯონსონის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი რეპერის ადვოკატები ცდილობდნენ გამოერიცხათ „მამხილებელი მტკიცებულება“ იმაზე აპელირებით, რომ ის მთავრობამ გაავრცელა.

ჯონსონმა გააპროტესტა ადვოკატების არგუმენტი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მედიაში გაავრცელა ვიდეო, სადაც კომბსი ფიზიკურად უსწორდება თავის ყოფილ პროტეჟსა და მეგობარ გოგონას, R&B-ის მომღერალს, ლოს-ანჯელესის სასტუმროს დერეფანში 2016 წელს.

„ამ სავარაუდო გაჟონვათაგან არც ერთი არ არის ბრალდების მხრიდან“, - აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, 54 წლის შონ კომბსი 11 სექტემბერს სექსუალური ტრეფიკინგის, შატნაჟის, ქალებზე ძალადობის ბრალდებებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს