კახა კალაძე - ერთი „თვალთხარიას“ ეძახდა მეორეს, ელისაშვილი კი ხაზარაძეს ეუბნებოდა ხალხის გამაუბედურებელი ხარო, დღეს ხელიხელგადახვეულები დადიან - პრინციპები არ გააჩნიათ - გახარია კოალიციაშია „ნაცმოძრაობასთან“

გუშინ, ერთი „თვალთხარიას“ ეძახდა მეორეს, ელისაშვილი კი ხაზარაძეს ეუბნებოდა ხალხის გამაუბედურებელი ხარო, დღეს ხელიხელგადახვეულები დადიან. პრინციპები არ გააჩნიათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პირდაპირ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ყველამ კარგად ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან საშიში და ბოროტი ძალა ქვეყნისთვის. ჩვეულებრივი აგენტურაა, ვიცით საიდან მართება, ვის დავალებებს ასრულებენ... რაც შეეხება გახარიას, გახარია არის ადამიანი, ვინც გაურიგდა ამ ბოროტ და ბინძურს ძალას, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. ასევე ხაზარაძე, ვინ იყო? შეიძლება პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილია, მაგრამ სხვა მიმართულებით კონკრეტული დავალებები ჰქონდა, სხვა მხრიდან აუბედურებდა ხალხს და ოჯახებს. ერთი გუნდი იყო, ყველას თავისი მიმართულება ჰქონდა. გიორგი გახარია პირდაპირ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელის გულზეა, რას წარმოადგენენ, არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ. როგორ წარმოგიდგენიათ გუშინ, ერთი „თვალთხარიას“ ეძახდა მეორეს, ელისაშვილი ხაზარაძეს ეუბნებოდა ხალხის გამაუბედურებელი ხარო. დღეს ხელიხელგადახვეულები დადიან. პრინციპები არ გააჩნიათ, ერთი პატრონი ჰყავთ, რასაც ეუბნება იმას აკეთებენ“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება