ირანის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე - საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პოზიციები მსგავსია

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანს შორის შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა ჯერ დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა, შემდეგ კი პირისპირ გაგრძელდა.

შეხვედრის დროს პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობა „მეგობრული და გულწრფელია“.

„საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პოზიციები მსგავსია“, - დასძინა ირანის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, პუტინმა დაადასტურა, რომ ირანელ კოლეგას ყაზანში, BRICS-ის სამიტზე ელოდება და მასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი მოლაპარაკებები რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ, რაც მასუდ პეზეშკიანი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს