ცესკოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები სამ პოლიგრაფიულ დაწესებულებაში დაიბეჭდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები სამ პოლიგრაფიულ დაწესებულებაში - შპს „ფავორიტი სტილი“, შპს „ფორმა“ და შპს „ირიდესი“ დაიბეჭდება.

ცესკოს სხდომაზე განისაზღვრა ის ორგანიზაციები და კომისიის წევრები, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან.

დამკვირვებელთა ჯგუფი თითოეულ პოლიგრაფიულ დაწესებულებაში 2-2 კომისიის წევრით დაკომპლექტდა.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, შპს „ფავორიტი სტილში“ ბეჭდვის პროცესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის“ წარმომადგენლები დააკვირდებიან.

შპს „ფორმაში“ დამკვირვებლად წარმოდგენილია საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.

შპს „ირიდესში“ დამკვირვებელი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი