ირაკლი კობახიძე - ვინც „რუსულ კანონზე“ საუბრობს, ის საუკუნის აფიორაში მონაწილეობს, ეს არის არც მეტი, არ ნაკლები, ცრუპენტელობა

ვინც „რუსულ კანონზე“ საუბრობს, ის საუკუნის აფიორაში მონაწილეობს. „რუსულ კანონზე“ საუბარი არის არც მეტი, არ ნაკლები, ცრუპენტელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ევროკავშირმა თვითონ დააინიცირა ანალოგიური კანონპროექტი და ვეღარ იღებს ამ კანონს იმის გამო, რომ საქართველოს ზუსტად იდენტური კანონის გაუქმება უნდა მოსთხოვოს, რასაც ევროკავშირში მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

„დაინიცირდა ევროკავშირში „გამჭვირვალობის კანონი“, იმის ანალოგიური კანონი, რაც ჩვენ საქართველოში მივიღეთ და რასაც, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებმა „რუსული კანონი“ უწოდეს. განმარტებით ბარათში პირდაპირ უწერიათ ასეთი რამ - იმის გამო შეაჩერეს ევროკავშირში ანალოგიური კანონის მიღება, რომ მერე აღარ ექნებოდათ მორალური უფლება საქართველოსთვის ამ კანონის გამოხმობა მოეთხოვათ. ეს ხომ ყველაფრის ლუსტრაციაა?! ხალხი პირდაპირ აღიარებს, რომ კანონი არის კარგი, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში ეს კანონი არ უნდა მოქმედებდეს, თავადაც არ იღებენ ამ კანონს. სინამდვილეში, ეს ყველაფერი აშიშვლებს იმ ფარსს, რაც ქართული საზოგადოების ნაწილს შარშან და შემდეგ უკვე წელს მოახვიეს. ჩვენ მიერ მიღებული კანონი არის გამჭვირვალობის შესახებ. შეგახსენებთ თან ეს კანონი კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით მივიღეთ. ეს კონტექსტი იყო ის, რომ NGO-ების მონაწილეობით 2-ჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. ამ ფონზე, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მართალია, არ არის კანონი რევოლუციის წინააღმდეგ, მაგრამ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. ყველას ვეუბნებით, მათ შორის უცხოელ სუბიექტებს, კი ბატონო, სცადეთ საქართველოში რევოლუციის მოწყობა, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს მცდელობები წარუმატებელი იქნება, მაგრამ კეთილი ინებეთ და თუ გინდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობა სცადოთ, ეს გამჭვირვალედ გააკეთეთ. ეს სერიაა „გამჭვირვალობის შესახებ კანონში“, რომელსაც „რუსული კანონი“ უწოდეს, ეს იყო საუკუნის აფიორა. შეიძლება თამამად ვუწოდოთ ასე ამ პროცესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ე.წ. რუსულ კანონზე საუბარი სიცრუეა.

„რუსული კანონი“ არის ტყუილი. რაც შეეხება რუსულ კურსს, ესეც არის ანალოგიური ტყუილი, ამაზე მეტი კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო. რაც შეხება რუსულ კანონზე საუბარს, ეს საუკუნის აფიორა იყო. ევროკავშირმა თვითონ დააინფიცირა ანალოგიური კანონი და ვეღარ იღებს ამ კანონს იმის გამო, რომ საქართველოს ზუსტად იდენტური კანონის გაუქმება უნდა მოსთხოვოს, რასაც ევროკავშირში მიზანშეწონილად მიიჩნევენ. აქედან ჩანს, რამხელა ფარსზე არის საუბარი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინც „რუსულ კანონზე“ საუბრობს, ის საუკუნის აფიორაში მონაწილეობს. „რუსულ კანონზე“ საუბარი არის არც მეტი, არ ნაკლები, ცრუპენტელობა“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების თაობაზე ევროპელი პარტნიორების განცხადებებს, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ესეც სიცრუეა.

„რომ არ გინდა ქვეყანაში ომი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი კურსი რუსულია. არ შეიძლება ქართულს რუსული უწოდო. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ქართულს, მათ შორის ქართულ ეროვნულ ამოცანებს რუსულს უწოდებენ. ვინც არ უნდა იყოს, ვინც საუბრობს რუსულზე და ქართულს რუსულს უწოდებს, ის საუკუნის აფიორაში მონაწილეობს“,- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან