ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტყვეობაში დაღუპულ ჟურნალისტზე - ეს ნამდვილი დარტყმაა

რუსეთის ფედერაციის ტყვეობაში ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას გარდაცვალება ნამდვილი დარტყმაა მათთვის, ვინც მას იცნობდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ყველასთვის უაღრესად მტკივნეული საკითხია ტყვეებთან და დეპორტირებულებთან დაკავშირებული საკითხები.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთში ტყვეობაში გარდაიცვალა. მრავალი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი დაღუპვა ნამდვილი დარტყმაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბევრი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, თემის ლიდერი ოკუპირებული ტერიტორიიდან, უბრალო ადამიანი კვლავ რუსეთის ტყვეობაში რჩება და რომის პაპთან შეხვედრისას მთავარი თემა უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნების საკითხი იყო.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს