ანა დოლიძე მოწვეული პროფესორების პროგრამას აანონსებს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში მოწვეული პროფესორების პროგრამას აანონსებს.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, აღნიშნული პროგრამით უცხოური უნივერსიტეტებიდან პროფესორების ჩამოყვანაა შესაძლებელი, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებს დაწინაურების საშუალებას მისცემს.

„საქართველოში არ არის უნივერსიტეტი, რომელიც შეიძლება შედიოდეს ექვსას უნივერსიტეტში. მაგალითისთვის მალაიზიის უნივერსიტეტი შედის მსოფლიოს 200 უნივერსიტეტს შორის, მათ ფული ჩადეს გონივრულად. ჩვენ შეგვიძლია თითქმის უფასოდ გავაკეთოთ ამ მხრივ ერთი რამ. ნებისმიერ პროფესორს, რომელიც მუშაობს მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტში, ერთი წელი ეკუთვნის, როდესაც მას უხდიან ხელფასს და შეუძლია წავიდეს იქ, სადაც მას სურს. აი, ამ ხალხს უნდა მოვკიდოთ ჩვენ ხელი და როდესაც გვექნება შესაძლებლობები, ეს ხალხი სულ უფასოდ შეგვიძლია აქ ჩამოვიყვანოთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გაიჭრას ქართული უნივერსიტეტები იქ, ინვესტიცია მოიტანოს და დიპლომი დაფასდეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება