ანა კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ 2236 ადამიანს ისრაელში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ დაეკარგა - ჩვენს ემიგრანტებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე

კარგია, ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული. 15 დღით ადრე ეს უბანი არ უნდა გაუქმებულიყო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ეს საკითხი არ დაბრუნდება დღის წესრიგში, - ასე გამოეხმაურა ცესკო-ს წევრი ოპოზიციიდან ანა კობახიძე, ისრაელში საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ისრაელში საარჩევნო უბანი უსაფრთხოების ნორმებითაა უზრუნველყოფილი, რასაც მანამდე ჩატარებული მორიგი და რიგგარეშე არჩევნებიც მოწმობს.

“მნიშვნელოვანია ის, რომ 2236 ადამიანს არ დაეკარგა ხმის მიცემის შესაძლებლობა ისრაელში. ისინი თავად ამბობდნენ, რომ უსაფრთხო იყო უბნებზე მისვლა, რადგან ბევრი მაგალითი მოჰყავდათ ამისთვის, მაგალითად ის, რომ ისრაელში ტარდება შუალედური და რიგგარეშე არჩევნები, ასევე ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნებიც და შენობა უზრუნველყოფილია ისეთი თავშესაფრებით, რომელთაც განგაშის დროს იყენებს კომისია, ასევე მიღებულია დროებითი წესით, თუ ასეთი შემთხვევა მოხდა. აქედან გამომდინარე, კარგია, ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული. 15 დღით ადრე ეს უბანი არ უნდა გაუქმებულიყო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ეს საკითხი არ დაბრუნდება დღის წესრიგში.

ემიგრანტების აქტივობამ შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ კიდევ შვიდი უბანი ემატება უკვე გახსნილ უბნების სიას, კარგია ეს შედეგი და ახლა უკვე ჩვენს ემიგრანტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე,” - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია ისრაელში საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს.

შესაბამისი განცხადება ცესკო-ს სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გააკეთა. მან კოლეგებს ცესკოსადმი საგარეო საქმეთა სამინისტროს ის მიმართვა გააცნო, სადაც უწყება ინსტიტუციას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას სთხოვს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი