პრემიერი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომ აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ

ტურიზმისა და საქმიანი ვიზიტების მზარდი დინამიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს. სექტემბრის მონაცემებით, კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა და ქუთაისის აეროპორტი 1.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია და აეროპორტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს.

„ქუთაისიდან ყოველ კვირაში სრულდება 127 ფრენა, რომელთაგან 86 ევროპის მიმართულებაა - 36 ქალაქიდან, სადაც ფრენები ხორციელდება, 28 ევროპულია. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია; დღეს აქ დასაქმებულია ჩვენი 1000-ზე მეტი მოქალაქე; აეროპორტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და გახდნენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში; სწორედ ამიტომ, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ და მომავალშიც ასეთივე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ.

პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად აღჭურვილი აეროპორტი, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მისცემს ტურიზმისა და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა და პროექტის განხორციელებაში წარმატება უსურვა პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, აგრეთვე სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაშია ჩართული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია