გლდანის პირველი მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანში, I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანსაც. ჯამში, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 365 ლარი დაიხარჯა.

ამასთან, მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სკვერი მიმდებარედ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთანაც მოეწყო.

დასრულებულ სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.

,,ბოლო პერიოდში პირველი მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან გავხსენით სკვერი. ახლა კი, მის მიმდებარედ 19-19ა კორპუსებთან მოვაწყვეთ რეკრეაციული ზონა. ჯამში, ორივე მისამართზე 3 000 კვადრატულ მეტრამდე მოუწესრიგებელი სივრცე ავითვისეთ და მოსახლეობას მრავალფუნქციური მოსასვენებელი ადგილი შევუქმენით. გლდანის გამგეობისთვის მწვანე სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებაა და კიდევ არაერთ სკვერს შევმატებთ რაიონს“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება