„სელფი მობაილის“ 5G უკვე თბილისშიც ხელმისაწვდომია

"სელფი მობაილი“ - ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოში 1,3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს მომსახურების გაუმჯობესებას და უკეთესი გამოცდილებისთვის მოწინავე 5G ტექნოლოგიის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. ახლა, „სელფი მობაილის“ 5G უკვე თბილისშიც ხელმისაწვდომია.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, უფრო ადრე, „სელფი მობაილის“ 5G გაეშვა აჭარაში: ბათუმი, ქობულეთი, გონიო, კვარიათი, შეკვეთილი; სამეგრელოში - ზუგდიდი და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში.

„5G -ში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE ქსელისაზე 10-ჯერ უფრო სწრაფია და განაპირობებს ინტერნეტით სარგებლობის უკეთეს გამოცდილებას. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე საკვანძოა საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

„სელფი მობაილი“ პირველი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც შეიძინა 5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზია და 5G ინტერნეტი საპილოტე რეჟიმში 2023 წლის 21 ნოემბერს ჩართო. „სელფი მობაილი“ 5G ქსელს ნერგავს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით.

5G-ს შესახებ პრაქტიკულ კითხვებზე პასუხებისთვის გადადი ბმულზე; უკეთესი გამოცდილებისთვის ინტერნეტ პაკეტების ასარჩევად დააწკაპუნე აქ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება