გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა.

„წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების - ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის - დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს - IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო დრონებს, რადიოლოკაციურ სისტემებს, საბრძოლო მასალას“, - განაცხადა შოლცმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ოდენობით გერმანია მეორე ადგილზეა (აშშ-ის მერე) და ბერლინი აქტიურად ცდილობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას მომავალ წელსაც გააგრძელებს და აღნიშნა, რომ მომავალი წლის გერმანიის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 4 მილიარდი ევრო უკრაინის ორმხრივი დახმარებისთვის.

ამას გარდა გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და ევროკავშირი წელს უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს მიაწვდიან, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება