ლევან დავითაშვილი - არჩევნებში გამოჩნდება, როგორია ხალხის განწყობა - დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის განწყობაა ის, რომ მას სურს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, რომლებსაც, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ აქვეყნებენ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის რეიტინგები საკმაოდ სუბიექტურია და არ არის გამყარებული ობიექტური კვლევებითა და მეთოდოლოგიით, რომლებიც საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია იყოს სარწმუნო. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ასეთ რეიტინგებში საერთაშორისო ბრენდები და ავტორიტეტული სახელები მონაწილეობენ, მათ საიმედოობა არ აქვთ.

„არჩევნებში გამოჩნდება, როგორია ხალხის განწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის განწყობაა ის, რომ მას სურს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნება. ასევე განვითარების მხარდაჭერა, რასაც ჩვენს მოსახლეობას „ქართული ოცნება" სთავაზობს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება