საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანია POSTV-ის მიერ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხება.

როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, „მრავალეროვანმა საქართველომ“ აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ განმარტავს, რომ ჟურნალისტი ეთნიკური ნიშნით ახდენს რესპონდენტის დისკრიმინაციას.

„საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა, ამა წლის 11 ოქტომბერს, „POSTV - ანალიტიკის“ Facebook-ის გვერდზე განთავსებული ვიდეო რგოლის თაობაზე, რომელიც POSTV-ის ჟურნალისტის მიერ არის მომზადებული (იხ.: https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/1515972856465099/?vh=e&fs=e&mibextid=UalRPS&rdid=k5ydDEuIQ2HsLAnZ )

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რგოლი დისკრიმინაციულია, იმდენად რამდენადაც ეფუძნება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ (მოცემულ შემთხვევაში არმენოფობიულ) დამოკიდებულებას, რომელსაც არჩევნებში მონაწილე მხარეები, მათ შორის მათთან აფელირებული მედია საშუალებების მეშვეობით, ხშირად წინასაარჩევნო მანიპულაციისა და პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მიმართავენ.

კერძოდ, ორგანიზაციის მოსაზრებით, ჟურნალისტი ეთნიკური ნიშნით ახდენს რესპონდენტის დისკრიმინაციას, როდესაც შეკითხვების დასმისას შედეგ ფორმულირებებს იყენებს: „რატომ მალავთ თქვენს წარმომავლობას“, „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამის აღიარება“, „ფაქტები მაქვს და გაჩვენებთ აუცილებლად“ და ა.შ.

შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

ორგანიზაციამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აღნიშნული საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოხდენის თხოვნით მიმართა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება