არჩილ გორდულაძე - ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით, მედია გარემო მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია.

გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციური არხები მიზანმიმართულად ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც, ისინი არღვევენ კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში უთანასწორო მედია გარემოს ქმნიან.

„შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია გარემო საქართველოში არის მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებული. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის პარტიული არხები მიზანმიმართულად, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც აღნიშნული არხები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს, რის შედეგადაც, “ქართულმა ოცნებამ“ ჯამში უკვე 5 საათზე მეტი სარეკლამო დრო დაკარგა და მოგვადგა გამოუსწორებელი ზიანი. ჩვენ ოდირის სადამკვირვებლო მისიას გადავეცით აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, შუალედურ ანგარიშში არ შეფასებულა, მაგრამ იმედია, რომ შემდეგ ანგარიშში სათანადოდ იქნება აღნიშნულიც და შეფასებულიც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს