ვოლოდიმირ ზელენსკი - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე „გამარჯვების გეგმა“, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ერთად ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე „გამარჯვების გეგმა“, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ერთად ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტებისა და ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

„ერთად უნდა ვმოქმედებდეთ - ყველა, ვისაც გააჩნია საჭირო ძალა, საჭირო გავლენა - რათა მყარი მშვიდობის გარანტირება მოვახდინოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა. მაგრამ მოქმედება ახლა არის საჭირო, ამ თვეებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ ოთხივე ქვეყანაში წარადგინა - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში - და ხაზი გაუსვა, რომ გეგმა მოიცავს „მშვიდობის დაახლოების ჩვენი სტრატეგიის ყველა დეტალს - გეოპოლიტიკურს, სამხედროს“.

„ავხსენით ლონდონში, როგორი შორი მანძილის დარტყმები გვჭირდება ახლა და როგორია ჩვენი ხედვა, რათა ფრონტი გავაძლიეროთ. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ემანუელთან [მაკრონთან], და საფრანგეთი უკვე ბევრ რამეში დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორების გასაერთიანებლად, ახლა სწორედ ასეთი ლიდერობის იმედი გვაქვს. იტალია - ჯორჯიას [მელონის] ძალიან პრინციპული პოზიცია, ჩვენი მოტივების, ევროპის საჭიროებების მკაფიო გაგება. მადლობელი ვარ ოლაფის [შოლცის] დღევანდელი საუბრისთვის - სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ასპექტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ზელენსკი ლონდონში და პარიზში იმყოფებოდა, ხოლო 11 ოქტომბერს - ბერლინსა და რომში. ლონდონში უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გარდა ნატოს ახალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც შეხვდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება