მარკ რუტე - ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს

ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Sky News-თან საუბარში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ღირს თუ არა ნატოს მოკავშირეების მხრიდან რუსეთის მუქარებისთვის ყურადღების მიქცევა, რუტემ ხაზგასმით განაცხადა, რომ „არა, არ ღირს და ისინი არც აქცევენ [ყურადღებას]“.

რუტეს თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების Steadfast Noon ბირთვული წვრთნები, რომლებიც შემდეგ კვირას იწყება, ალიანსის მზადყოფნას აჩვენებს კრემლის მუქარების საპასუხოდ.

„ნატო ძლიერია. ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. ყველაფერი საჭირო გვაქვს, რათა ნატოს უსაფრთხოების გარანტირება მოვახდინოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს. ვერასდროს შეგვაშინებენ ქვეყნები, რომლებიც ნატოში არ შედიან, რომლებიც ჩვენთვის დამუქრებას ცდილობენ. ეს უსარგებლოა, ჯობია მან [პუტინმა] შეწყვიტოს ამის კეთება“, - განაცხადა რუტემ.

ცნობისთვის, რუტემ 1-ელ ოქტომბერს, ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნიდან მალევე, უკვე განაცხადა, რომ არ ღირს რუსეთის ბირთვული მუქარების მოსმენა და ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეები ახლა ვერ ხედავენ ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირ რისკებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს