გერმანიის ელჩი - მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას

მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს.

„ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციაზე. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის”... მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც [ბუნდესტაგის] ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. გერმანიის მთავრობის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვირდემ, ვეიმარის განცხადება გააკეთა გუშინ.

მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა „არა“-ს მისცა, ვინაიდან [რეზოლუციის] შექმნის მონაწილე არ იყო (ნორმალურია). მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას”, - წერს ფიშერი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება