მაიკ ჯონსონი - თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ვფიქრობ, რომ ის პუტინს დაურეკავს და ეტყვის: საკმარისია!

თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ვფიქრობ, რომ ის პუტინს დაურეკავს და ეტყვის: საკმარისია, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

„თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მჯერა, რომ ის ამ კონფლიქტის დასრულებას ნამდვილად შეძლებს. ამის ნამდვილად მჯერა. ვფიქრობ, რომ ის პუტინს დაურეკავს და ეტყვის: საკმარისია!“ - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი დაფინანსების გაგრძელება არ სურს.

„უკრაინის შემდგომი დაფინანსების გაგრძელების სურვილი არ მაქვს და იმედია, ამის საჭიროება არ იქნება. ვფიქრობ, თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტი გახდება ეს არ დასრულდება და ეს საშიში სცენარია“, - აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება