საქართველოში საერთაშორისო პროექტი „Finding a Common Language“ გაიმართება

თბილისში, 16-დან 22 ოქტომბრამდე საერთაშორისო პროექტი Finding a Common Language" („საერთო ენის პოვნა“) გაიმართება.

პროექტი ორგანიზებულია გერმანიის უმაღლესი ხელოვნების ბიუროს მიერ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია გააერთიანოს ახალგაზრდები საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და რუსეთიდან მუსიკისა და ცეკვის ძალით.

მათივე ცნობით, პროექტი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებს შორის ინკლუზიის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე სხვადასხვა კულტურული, ლინგვისტური, და ეროვნული წარმომავლობის მიუხედავად.

„10 დღის განმავლობაში 30 ახალგაზრდა მონაწილე მიიღებს მონაწილეობას მუსიკისა და ცეკვის ინტენსიურ „ვორქშოფებში“, რომელსაც ხელმძღვანელობს ქორეოგრაფებისა და მუსიკოსების საერთაშორისო გუნდი. ეს სემინარები წაახალისებს მონაწილეებს გამოხატონ საკუთარი თავი და განავითარონ “საერთო ენა“ მხატვრული მოძრაობისა და ხმის მეშვეობით, გაარღვიონ კულტურული განსხვავებები, ენისა და სოციალური გამოწვევებით შექმნილი ბარიერები.

თბილისის "ვორქშოფები" დასრულდება 2024 წლის 25-26 ოქტომბერს, ფინალურ საჯარო სპექტაკლით, ერევნის მცირე თეატრში, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ ერთობლივ ნამუშევარს, რომელიც სიმბოლოა ერთიანობისა და ინკლუზიურობის შესახებ.

პროექტის ძირითადი დეტალები:

  • სემინარები: 2024 წლის 16-22 ოქტომბერი, თბილისი, საქართველო
  • ფინალურისპექტაკლი: 2024 წლის 25-26 ოქტომბერი, NCA მცირეთეატრი, ერევანი, სომხეთი
  • მონაწილეობენ: 30 ახალგაზრდასაქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, მთიანეთიყარაბაღიდანდარუსეთიდან

ქართველი ახალგაზრდები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ ამ საერთაშორისო თანამშრომლობაში. მუსიკალურ „ვორქშოფებს“ საქსოფონისტი და კომპოზიტორი დიმიტრი ლეკვეიშვილი უძღვება. ის ცნობილია თავისი მრავალმხრივი მუსიკალური უნარებით, მუშაობდა მრავალ კულტურულ პროექტზე და უხელმძღვანელებს მონაწილეებს საკუთარი უნიკალური მხატვრული გამოხატულების შექმნაში. პროექტი ეძღვნება ერთიანობის სულისკვეთებას დღევანდელ დაყოფილ სამყაროში მნიშვნელოვან სოციალურ თემებს, როგორიცაა ომის ტრავმა და ა.შ.”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება