სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა“ გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმის დასტურია, რომ სამედიცინო დაწესებულება ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გადაეცა.

„შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე და KTQ-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გერმანული ორგანიზაციის ექსპერტ-აუდიტორებმა მონიტორინგი განახორციელეს სამხედრო ჰოსპიტლის ყველა დეპარტამენტში და შეაფასეს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: მენეჯმენტი, ხარისხის მართვა, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. მათ ჰოსპიტალს მისცეს რეკომენდაციები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.

საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებლობას აძლევს სამხედრო ჰოსპიტალს, მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, 2025 წლიდან მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. KTQ - „თანამშრომლობა ჯანდაცვის გამჭვირვალობასა და ხარისხში“ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის (ISQua/ISQuaIEEA) წევრი გერმანული ორგანიზაციაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება