პრემიერი - როდესაც მიხეილ როთი, არეული ადამიანი გერმანიის ბუნდესტაგიდან, ატარებს კამპანიას რადიკალური ოპოზიციისთვის, აქ რაში გვჭირდება ეუთო/ოდირი?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არჩევნებში გარე ძალების ჩარევის მაგალითად ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციას ასახელებს.

კითხვაზე, გარე ჩარევის საკითხი თუ ამდენად აქტუალურია, რატომ არ მოხვდა ის ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში, კობახიძემ უპასუხა: „როდესაც მიხეილ როთი, არეული ადამიანი გერმანიის ბუნდესტაგიდან, ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს კამპანიას რადიკალური ოპოზიციისთვის, კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, აქ რაში გვჭირდება ეუთო/ოდირი“.

მისივე თქმით, არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, როდესაც საუბარი მიდის სანქციებზე, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის განცხადებები ჩარევებზე, საფუძვლიანია.

„არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე როცა მიდის საუბარი სანქციებზე, როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, როცა ბუნდესტაგი იღებს რეზოლუციას, როდესაც გამოდის პირდაპირ ბუნდესტაგის ერთ-ერთი არეული წევრი მიხეილ როთი და პირდაპირ ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს ხომ ფაქტებია, რა შუაშია აქ უსაფუძვლობა, ყველაფერს აქვს მყარი საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება