ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნების“ ნაბიჯები ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან მაპოლარიზებელია, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ მხრივ არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი

„ქართული ოცნების“ ნაბიჯები ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან მაპოლარიზებელია, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ მხრივ არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს მმართველი ძალის „ბინძურ კამპანიას“ ქართველი ხალხი გასცემს პასუხს.

„ზოგადად, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან, უკვე 12 წელია, არის მაპოლარიზებელი, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ თვალსაზრისით არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი. ჩვენ ისევ ვნახეთ ახალი სტილის სისხლიანი ბანერები, ისევ ვნახეთ ნეგატიური კამპანია, მათ შორის, ჩვენს უკრაინელ ძმებთან მიმართებით ვნახეთ მათი ტრაგედიებით ბოროტად აპელირება, მაგრამ თამამად შემიძლია თქმა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი, მათ შორის, ამ ბინძურ კამპანიასაც გასცემს პასუხს და ჩვენს ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირებას, პოლარიზებას, პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთის დევნას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს", - ამბობს ლევან სანიკიძე, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება