„ქართული ოცნების” სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე და აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რაც ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

კერძოდ, ლიპარტელიანის შეფასებით, რეზოლუცია ითხოვს ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყანაში მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ჩამოაქცევს საქართველოს ეკონომიკას და ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი და გამჭვირვალობის კანონების უკან გაწვევას, რაც ქვეყანაში ერთი მხრივ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა იქნება და მეორე მხრივ, უცხოეთიდან მართული პოლიტიკოსებისა და ენჯეოების საქმიანობის გაუმჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ხალხის დაკვეთით მიღებული ყველა ამ მოცემულობის შენარჩუნება მმართველი გუნდის მიზანია და სწორედ ამიტომ მოსახლეობამ 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუჭიროს მხარი.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებელი, “ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს