„ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ ფარგლებში სომელიე თეონა თოხაძემ ღვინის არომატის ამოცნობის მასტერკლასი ჩაატარა

თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024" ფარგლებში სომელიე თეონა თოხაძემ ღვინის არომატის ამოცნობის მასტერკლასი ჩაატარა.

სომელიე თეონა თოხაძემ სტუმრებს, ღვინოში სხვადასხვა გემოვნური თვისებების მნიშვნელობა გააცნო.

მისი თქმით, ღვინოში სხვადასხვა ბუნებრივი არომატიზატორები ღვინის ხარისხსა და სიძველეს განაპირობებს.

მან რამდენიმე მოხალისე სცენაზეც აიყვანა და ბუნებრივი არომატიზატორები გაასინჯა. არომატს თუ რისი გემო ჰქონდა თავად მოხალისეებმა უპასუხეს.

პარალელურად, ადგილზე მოსული სტუმრები ახალმოხარშული ფელამუშისა და ახალამოვლებული ჩურჩხელის დაგემოვნებას, უსასყიდლოდ შეძლებენ.

ცნობისთვის, ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს, სიონის ქუჩაზე 12:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება ყველა ღვინის მოყვარულისთვის თავისუფალია.

ადგილზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები, ოჯახური მარნები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კვების ობიექტები და სხვა ქართული კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტები იქნება წარმოდგენილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება