მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებს საქმეზე - „ვაი, თქვენს პატრონს! - მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებას და პროკურატურის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი პროკურატურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თარგამაძის კონტროლის და თვალთვალის ბრძანება ყოფილმა პრეზიდენტმა გასცა, ამაზრზენს უწოდებს.

„ვაი, თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“. აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ უნდა დაგანახოთ, რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ, შეთითხნილი და თითიდანაა გამოწოვილი და რომ საპატიმროში აბსოლუტურად ტყუილად მამყოფებენ”, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა, რომელიც სამართალდამცავებმა 20 სექტემბერს დააკავეს, გამოძიებას ჩვენება მისცა, რომლის მიხედვითაც, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. ის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

დარჩო ხერჩუაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება