ქვემო ქართლის, სამეგრელოსა და მაღალმთიანი აჭარის  რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას  საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს

ქვემო ქართლის, სამეგრელოსა და მაღალმთიანი აჭარის რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომსახურება "მობილური იუსტიციის სახლის" საშუალებით განხორციელდება და საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება სოფლების, ამამლოს, ანაკლიის, ღორჯომის და ხიხაძირის მოსახლეობისთვის.

უწყების ინფორმაციით, პირველი სანოტარო მომსახურება "მობილური იუსტიციის სახლის" ფარგლებში დმანისში, სოფელ ამამლოს მოსახლეობას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოტარიუსმა მარიკა გოგოლაძემ გაუწია.

სანოტარო მომსახურების გაცემის პროცესს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი ლაშა ლობჯანიძე დაესწრნენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სერვისის მიწოდების გეოგრაფიული არეალი ეტაპობრივად გაიზრდება და მოიცავს ყველა იმ სოფელსა თუ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ არ არის ხელმისაწვდომი ან რაიონში არსებული სანოტარო ბიურო რიგი სოფლების მოსახლეობისთვის შორ მანძილზე ფუნქციონირებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება