„ქართული ღვინის ფესტივალი 2024" ფარგლებში გამარჯვებული ღვინოები გამოცხადდა

თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024" ფარგლებში სომელიე თეონა თოხაძემ გამარჯვებული ღვინოები გამოაცხადა.

სომელიე თეონა თოხაძემ გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოაცხადა.

საუკეთესო თეთრი კლასიკური ღვინო - "მელიტონი" - შარდონე.

საუკეთესო ქვევრის ღვინო - "იბერიული ბიო" - ("შუმი") - რქაწითელი 2019.

საუკეთესო საფერავი - "ჯობავა ვაინერის"- საფერავი კასრი2022.

საუკეთესო წითელი ღვინო - კომპანია დოქტორს ვაინის - უსახელოური 2023.

„ღვინოები შევარჩიეთ შემდეგი პრინციპებით, თუ რამდენად ხარისხიანი, რამდენად დაბალანსებული, რამდენად ინტენსიური, რამდენად კომპლექსური და რამდენად გამყოლი გემო ჰქონდა. ოთხივე კატეგორიას გამარჯვებულები კარგად პასუხობდნენ. გვქონდა სიურპრიზიც, გვყავს ერთი ახალი დებიუტანტი - "ჯობავას მარანი", ეს ერთგვარისტიმული იქნება მათთვის. ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის ღვინო იყო წარმოდგენილი",- განაცხადა თეონა თოხაძემ.

ერთ-ერთი გამარჯვებული მეღვინეობა "ჯობავას" წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ფესტივალები სფეროში ახალი მეგობრების შეძენისათვის და ტურისტებში, ისევე როგორც ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

„ფესტივალი ძალიან კარგად მიმდინარეობს, ბევრი ხალხი მოვიდა. ჩვენ ახალი კომპანია ვართ ბაზარზე, პირველი ჩამოსხმა 2022 წელს გვქონდა, ასეთი ფესტივალები მნიშვნელოვანია, სხვა კომპანიებს იცნობ, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე არიან. ძალიან ბევრი ტურისტია, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ ქართული ღვინო დააგემოვნონ",- განაცხადა თომა ჯობავამ.

ცნობისთვის, ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს, სიონის ქუჩაზე 12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება ყველა ღვინის მოყვარულისთვის თავისუფალი იყო. ადგილზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები, ოჯახური მარნები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კვების ობიექტები და სხვა ქართული კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტებია წარმოდგენილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება