სოლომონ პავლიაშვილი -  სახელმწიფო ქართული ჩაის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მთაწმინდის პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალს დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი 2005 წლიდან იმართება და მისი მიზანი ქართული ჩაის პოპულარიზაცია და ჩაის მწარმოებლების მხარდაჭერაა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო ქართული ჩაის მწარმოებლების ხელშესაწყობად არაერთ პროგრამას ახორციელებს და ისინი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩაის ფესტივალი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩაის მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა ექსპორტის წახალისება და ახალი ბაზრების მოძიებაა; ამ მიმართულებაში სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული. ქართული ჩაის ხელშესაწყობად სახელმწიფო ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია უკვე რეაბილიტირებულია; ამასთან ერთად, შესაბამისი ტექნიკითაც ვეხმარებით ფერმერებს”, -აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ქართული ჩაის ფესტივალი ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას ქართული ჩაის და თაფლის 20-მდე მწარმოებელი იღებდა.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის თქმით, ქართული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს მას ბაზრის 25% აქვს დაკავებული.

„ქართული ჩაი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ძალიან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანია; ხარისხით არცერთ უცხოურ ჩაის არ ჩამოუვარდება, ზოგ შემთხვევაში, სჯობს კიდეც. ქართულ ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა ამ მიმართულებით უდავოა; რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა დარგის განვითარებას“, - განაცხადა თენგიზ სვანიძემ.

ქართული ჩაის მწარმოებლები მსგავსი სახის ღონისძიებებს მიესალმებიან. მათი თქმით, ფესტივალი საშუალებას აძლევთ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ და ახალი პროდუქცია გააცნონ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის