გიორგი ძიგუა ბათუმში, ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრების ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი, ქალაქ ბათუმში, ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„გიორგი ძიგუა ბათუმში არსებულ დევნილთა განსახლების ობიექტის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო. მინისტრმა მოსახლეობასთან ერთად, პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღმაშენებლის დასახლების სერვისცენტრის გამგებელი იოსებ ტარიელაძე და ამხანაგობის თავმჯდომარე ლეილა პატარაია იმყოფებოდნენ.

მინისტრის აპარატი დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება