პაატა დავითაია  ზესტაფონში  და ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რეგიონში ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავითაიამ შეხვედრები ზესტაფონსა და ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა.

როგორც პაატა დავითაია აცხადებს, მოსახლეობა მზად არის მონაწილეობა მიიღონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და მხარი ოპოზიციურ პარტიებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს დაუჭირონ.

„საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა იმერეთის რეგიონში - ზესტაფონში და ქუთაისში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობა ძალიან გათვითცნობიერებულია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც აუცილებლად უნდა გატარდეს მათი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მხარდამჭერების პოზიციაც, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ამ არჩევნების მნიშვნელობა და ის გამოწვევები, რის წინაშეც ქვეყანა დგას“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება