ისრაელის თავდაცვის ძალები - იომ-ქიფურის დღესასწაულის განმავლობაში “ჰეზბოლამ” ისრაელისკენ 320 ჭურვი და რაკეტა გაისროლა

იომ-ქიფურის დღესასწაულის განმავლობაში “ჰეზბოლამ” ისრაელისკენ 320 ჭურვი და რაკეტა გაისროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

„იომ-ქიფურის დღესასწაულის განმავლობაში, “ჰეზბოლას” ტერორისტულმა ორგანიზაციამ ლიბანიდან ისრაელში დაახლოებით, 320 ჭურვი და რაკეტა გაისროლა,” - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის სამხედროები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იომ-ქიფურის დღესასწაულის განმავლობაში ტერორისტების სამიზნეებზე 280 დარტყმა განახორციელეს, მათგან 200 ლიბანში, ხოლო მათმა ჯარისკაცებმა ბოლო დღის განმავლობაში 50 “ჰეზბოლას” მებრძოლი გაანადგურეს “პირისპირ კონფრონტაციაში”.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ლიბანში “ჰეზბოლას” ადგილების წინააღმდეგ რეიდების ფარგლებში მათ სირიას საზღვართან ახლოს “მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას” დაარტყეს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის იარაღის საწყობს წარმოადგენდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება