საპრეზიდენტო არჩევნების წინ Meta-მ მოლდოვაში ყალბი რუსული პროპაგანდისტული ანგარიშები და გვერდები დაბლოკა

საპრეზიდენტო არჩევნების წინ Meta-მ მოლდოვაში ყალბი რუსული პროპაგანდისტული ანგარიშები და გვერდები დაბლოკა, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია Meta Platforms ავრცელებს, რომელსაც Facebook და Instagram ეკუთვნის.

განცხადების თანახმად, მათ შვიდი Facebook ანგარიში, 23 გვერდი, ერთი ჯგუფი და Instagram-ის 20 ანგარიში დაბლოკეს, რომლებიც კომპანიის “კოორდინირებული არაავთენტური საქციელის პოლიტიკას” არღვევდნენ.

Meta-ს ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით, 4200 ანგარიშს გამოწერილი ჰქონდა 23-დან ერთი ან რამდენიმე გვერდი და დაახლოებით, 335 000 ანგარიშს გამოწერილი ჰქონდა ერთი ან რამდენიმე გვერდი Instagram-ზე.

კომპანია აღნიშნავს, რომ მათი ოპერაცია ფოკუსირებული იყო დაახლოებით, თორმეტ ყალბ რუსულენოვან ახალი ამბების ბრენდზე, რომლებსაც თავი მოჰქონდათ დამოუკიდებელ ერთეულებად და რამდენიმე ინტერნეტ სერვისზე არსებობდნენ, მათ შორის, Meta-ს მფლობელობაში მყოფ Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე Telegram-ში, TikTok-ში და OK.ru-ზე.

ყალბი ანგარიშები და გვერდები ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს, პრო-ევროპელ პოლიტიკოსებს და მოლდოვასა და რუმინეთს შორის ახლო კავშირებს აკრიტიკებდნენ და მხარს უჭერდნენ მოლდოვაში მოქმედ პრო-რუსულ პარტიებს.

ცნობისთვის, მოლდოვის პოლიციამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ არჩევნებში ჩარევის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაქცეული პრო-რუსი ბიზნესმენის, ილან შორის პარტიასთან დაკავშირებული ლიდერების სახლები გაჩხრიკეს. პოლიციის ინფორმაციის თანახმად, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად ათობით ათას ამომრჩეველს რუსულ ბანკში ანგარიშების მეშვეობით თანხები გადაუხადეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს